ჩაერთე!

EU flag-Erasmus+_vect_POS(1).jpg
DIGY_Original(1)(8)_edited.jpg
OPIN logo screen-01(1).png
eParticipation.png

პროექტის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ჰორიოზონტი" ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა" (DIGY). აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება აქტივობები, რომლთა მიზანი არის ახალგაზრდების როლის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობა:

  • ადგილობრივი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ფორმირება და მისი შესაძლებლობების გაძლიერება;

  • ახალგაზრდული საბჭოს ჩართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებისა და იდეების კვლევაში;

  • ქობულეთელი ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული იდეების და საჭიროებების ადვოკატირება მუნიციპალურ დონეზე.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული საბჭო  მუშაობს ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემის გადაჭრის იდეების შესასწავლად შემდეგი 5 თემატური მიმართულებით:

  • სპორტი, დასვენება და ჯანდაცვა;

  • დასაქმება და უმუშევრობის დაძლევა;

  • სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება;

  • ადამიანის უფლებების დაცვა;

  • განათლება და ახალგაზრდების ინფორმირება.

 

ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული იდეების და ინიციატივების საფუძველზე მოხდება სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადება თითოეული თემატური მიმართულებით  მუნიციპალიტეტში წარსადგენად.

​​

შერჩევის კრიტერიუმები

მოხალისეების შერჩევის ფარგლებში ვიწვევთ 14-29 წლამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ქობულეთის ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობას. ამ მიზნით მოხალისეები 2-3 კვირის განმავლობაში ჩაერთვებიან შემდეგ საქმიანობაში:
  • მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობა;

  • თანატოლების მობილიზებაში მხარდაჭერა;

  • ფორუმის ორგანიზება;

  • ადგილობრივი ახალგაზრდების ინფორმირება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით;

  • ახალგაზრდების დახმარება ციფრულ პლატფორმებზე რეგისტრაციაში.

მოხალისეობის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო წარჩინებულ მონაწილეებზე გაიცემა საერთაშორისო ელექტრონული სერტიფიკატები შესაბამისი მიღწევების აღიარებით.
მოხალისეთა შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე.
 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ელექტრონული აპლიკაცია 2021 წლის 27 თებერვლის 20:00 საათამდე შემდეგ ბმულის მეშვეობით: shorturl.at/sFG35om/forms/
ზხცზ