09.07.2020
ESC ვაკანსია პოლონეთში
პროექტი ECO Roots
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტ ECO Roots-ის მონაწილეთა შესარჩევად.
შერჩეული მონაწილეები ცხრა თვით გაემგზავრებიან პოლონეთის ქ. ვროცლავში. ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე ჩაერთვებიან ორგანიზაცია Omniveda Foundation-ის საზოგადოებრივ საქმიანობაში ეკოლოგიური ცნობიერების და გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონაწილეები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობას:
-
სასკოლო ეკო კლუბების გაძღოლა;
-
ეკო-ბუკლეტის შემუშავება;
-
ხანდაზმულთა კლუბისთვის თეატრალური დადგმის ორგანიზება;
-
საკუთარი საპროექტო იდეის შემუშავება და განხორციელება;
-
საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიცაზია;
-
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინი პროექტის განხორციელება.
შერჩევის კრიტერიუმები:
-
კანდიდატი უნდა იყოს 18 – 30 წლის პროექტის დაწყების პერიოდისთვის;
-
მაღალი მოტივაცია ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის მოხალისეობრივად განხორციელების მიმართულებით;
-
ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
-
კომუნიკაბელურობა, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
პრეზენტაციის უნარები.
მონაწილეობის პირობები:
-
მონაწილეებს აუნაზღაურდებათ პროექტით განსაზღვრული ყველა ხარჯი (ვიზა, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი ფართი, საკვები, დაზღვევა და ჯიბის ფული);
-
შერჩეული მონაწილეები ვალდებული არიან ჩაერთონ პროექტისთვის მოსამზადებელ აქტივობებში, როგორიცაა საორიენტაციო ტრენინგი და ვიზის მოპოვების პროცედურები.
შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
-
აპლიკაციის შევსება 31 ივლისამდე ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე: www.rb.gy/zdwwmx;
-
ონლაინ გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან;
-
პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით.
შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
.png)
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გადაავადოს პროექტის დაწყების თარიღი, Covid 19-ით გამოწვეული რისკების არიდების მიზნით.