ჩაერთე!

პროექტის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ჰორიოზონტი" ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა" (DIGY). აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება აქტივობების განხორციელება, რომლის მიზანი არის ახალგაზრდების როლის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობა:

  • ადგილობრივი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ფორმირება და მისი შესაძლებლობების გაძლიერება;

  • ახალგაზრდული საბჭოს ჩართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებისა და იდეების კვლევაში;

  • ქობულეთელი ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული იდეების და საჭიროებების ადვოკატირება მუნიციპალურ დონეზე.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომელიც დაეხმარება მათ აიმაღლონ ცოდნა ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. სატრენინგო ეტაპის შემდეგ მონაწილეები განაწილდებიან მათთვის საინტერესო საკითხების მიხედვით შემდეგ სამუშაო ჯგუფებში:

  • სპორტი, დასვენება და ჯანდაცვა;

  • დასაქმება და უმუშევრობის დაძლევა;

  • სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება;

  • ადამიანის უფლებების დაცვა;

  • განათლება და ახალგაზრდების ინფორმირება.

 

სამუშაო ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მონაწილეები შეუდგებიან ადგილობრივი საჭიროებებისა და იდეების შესწავლას, რისთვისაც გამოყენებული იქნება ციფრული პლატფორმა OPIN.ME. ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული იდეების და ინიციატივების საფუძველზე მოხდება სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადება თითოეული თემატური მიმართულებით  მუნიციპალიტეტში წარსადგენად.

პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო წარჩინებულ მონაწილეებზე გაიცემა საერთაშორისო ელექტრონული სერტიფიკატები შესაბამისი მიღწევების აღიარებით.

შერჩევის კრიტერიუმები

პროექტის ფარგლებში სულ შეირჩევა 15 მონაწილე, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
  • მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 14-29 წლის
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები
  • კანდიდატი დაინტერესებულია 5 თემატური მიმართულებიდან ერთერთით
  • აქვს მოტივაცია საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი თემის განვითარებაში
  • გარკვეული ლიდერული და გუნდურად მუშაობის გამოცდილება
მონაწილეთა შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე.
 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ელექტრონული აპლიკაცია 25 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე გადასვლით: shorturl.at/CMW39/docs.google.com/forms/
ზხცზ

© Since 2018