European-Solidarity-Corps-News-Item-Imag

ევროპის სოლიდარობის კორპუსი

ევროპული სოლიდარობის კორპუსის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, სოლიდარობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას, ასევე სოციალურ გამოწვევებსა და თემის გაძლიერებას, სოციალური ინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით. გარდა ამისა, პროგრამას ასევე წვილი შეაქვს ევროპის ახალგაზრდულ თანამშრომლობის გაზრდაში.

მოქმედი ESC მოხალისეები

ნათია ლილუაშვილი

"ჩემთვის ახალგაზრდებთან მუშაობა და მათთვის ახალი  ცოდნის გადაცემა სასიამოვნო პროცესია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ამ პროექტში მონაწილეობისკენ მიბიძგა. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა განმანათლებელისთვის, უცხოელ ბავშვებთან მუშაობა და მათი სურვილების, ინტერესების, მისწრაფებების გაგება ახალი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მომცემს შესაძლებლობას გავიღრმავო ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით და გავაფართოვო ჩემი მოხალისეობრივი გამოცდილება."

1.jpg

მარიამ ენუქიძე

"საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული არაფორმალური განათლებით და მოხალისეობრივი აქტივობებით. ვიყავი და ვარ არაერთი პროექტის მონაწილე და ზოგის დამაარსებელი. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე აკადემიური წლის აღება უნივერსიტეტში წასვლამდე, რის შემდეგაც გავიგე ამ პროექტის შესახებ და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა, რისი საშუალებითაც შევძლებ სხვებს გავუზიარო ჩემი ცოდნა და ასევე შევიძინო მათგან ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება."

2.JPG
solidarity_Corps_banner_reps_EN.jpg
გამოიწერე ESC ვაკანსიები

შეავსე აპლიკაცია იმისათვის, რომ რეგულარულად მიიღო სიახლეები ESC-ის ახალი ვაკანსიების შესახებ