ლიზი მეფარიშვილი

მიხაილ ბულგაკოვი

ოსტატი და მარგარიტა

  დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მე-20 საუკუნის გენიალური ნაშრომის "ოსტატი და მარგარიტას" შესახებ, რომელიც მიხეილ ბულგაკოვის მთავარ ნაშრომად ითვლება. დიახ, ეს ნაწარმოები 1966 წელს გამოიცა და მასში გაერთიანებულია ყველაფერი: მისტიკა, რომანტიზმი, ფარსი, ფილოსოფიური იგავები და ასე შემდეგ. ეს არის წიგნი, რომელმაც ემოციებით აღმავსო და დამანახა, რომ გამუდმებით იარსებებს ის რაც სიკეთეს შეებრძოლება.

 სიუჟეტი გაზაფხულზე ვითარდება, როდესაც მოსკოვს გენერალი ვოლანდი თავისი არმიით ეწვევა და გამოკვეთილია როგორი დამოკიდებულება აქვს მას და მის არმიას ხალხთან მიმართებაში.

 მეორე ხაზი ოსტატს და მარგარიტას უჭირავს. ოსტატმა დაწერა რომანი, რის გამოც ის საგიჟეთში ჩასვეს. მარგარიტა მისი შეყვარებულია, რომელიც ცდილობს იპოვოს მისი კვალი. მას გაეცნობა აზაზელო, ვოლანდის მსახური და სთავაზობს ერთი ღამით დედოფლად გადაქცევას. სწორედ ამ ღამის შემდეგ ხვდება ის ისევ ოსტატს. 

 მესამე ეპიზოდში კი წარმოდგენილია ოსტატის მიერ მოთხრობილი მისივე რომანი და არაამქვეყნიური სიმშვიდის პოვა, რომელსაც ისინი განიცდიან. ოსტატიც და მარგარიტაც ერთმანეთისადმი თავდადებით არიან შეყვარებულნი და ერთი სული აქვთ ერთმანეთი ისევ ნახონ.

 სიმამაცე – ეს ის ერთადერთი სიტყვაა რომლითაც მე მათ დავახასიათებ. ასე რომ, როგორი ჟანრიც არ უნდა გიყვარდეს ეს არის წიგნი, რომელიც თავდავიწყებით გადაგიშვებს მის ფანტასტიკურ მორევში. ახლა კი, მინდა ჩემი საყვარელი ფრაზა გითხრათ: "იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო." ეს ჩემი ფავორიტია იმიტომ რომ სწორედ ამას გასწავლის წიგნი. დამიჯერეთ ეს წიგნი თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის!

© Since 2018